შვეიცარიაში COVID-19-ის მეხუთე ტალღა დაიწყო

შვეიცარიაში ამჟამად COVID-19-ის უკვე მეხუთე ტალღა დაიწყო, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ალენ ბერსემ განაცხადა. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამჟამად ახალი შეზღუდვების შემოღების აუცილებლობას ვერ ხედავს და ეპიდემიის განვითარება ყველა შვეიცარიელის ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

შვეიცარიაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა. Worldometers-ის მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 6017 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ კვირას კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა წინა კვირასთან შედარებით მეოთხედით გაიზარდა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 80%-ით – კვირაში 53 გარდაცვალება.

ბერსემ აღნიშნა, რომ შემთხვევების ზრდა შემაშფოთებელია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრი აუცრელი ადამიანია. ამჟამად ქვეყანაში მოსახლეობის 65% სრულად ვაქცინირებულია.

კომენტარები
იტვირთება...