შვეიცარიამ მსოფლიოში ყველაზე პატარა ოქროს მონეტა გამოუშვა (ვიდეო)

შვეიცარიამ მსოფლიოში ყველაზე პატარა ოქროს მონეტა გამოუშვა, რომლის დიამეტრი არანაკლებ სამი მილიმეტრია, მასზე ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ალბერტ აინშტაინია გამოსახული,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც შვეიცარიის ზარაფხანა (Swissmint) განმარტავს, მისი დიამეტრი 2.96 მმ-ია, ხოლო წონა 0.063 გრამი.

მონეტის ღირებულება შვეიცარიული ფრანკის მეოთხედია, ანუ დაახლოებით 0.26 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 999 ასეთი მონეტა გამოიცა, მათ 199 შვეიცარიულ ფრანკში (დაახლოებით 185 ევრო) სპეციალურ გამადიდებელ მინასთან ერთად გაყიდიან, რომელზეც ალბერტ აინშტაინია გამოსახული.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად