შვეიცარია, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორი, მზად არის აქტიურ ძალისხმევას მიმართოს

ვითარების დეესკალაციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდრა გამართა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგნაციო კასისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ბოლო განვითარებები, რასაც ადგილი აქვს საოკუპაციო ხაზზე. შვეიცარიის მხარემ, შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, პროცესის შემდგომი დეესკალაციისთვის ხაზი გაუსვა მხარეთა კომუნიკაციის, მაქსიმალური ჩართულობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ამასთან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორმა ყველა ღონე იხმაროს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად