შვედურმა სერვისმა Spotify, კომპანია Apple-ის წინააღმდეგ ევროკომისიაში საჩივარი შეიტანა

მუსიკის შვედურმა სერვისმა Spotify, ევროკომისიაში ამერიკული კომპანია Apple-ის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Spotify-ს ბლოგზე მისი დამაარსებელი დენიელ ეკი ავრცელებს.

“ბოლო წლების განმავლობაში კომპანია Apple-ს, App Store-ში შეყავდა ისეთი წესები, რომლებიც განზრახ ზღუდავს არჩევანის გაკეთების საშუალებას და მომხმარებლის გამოცდილების ხარჯზე ახშობს ინოვაციებს”, – წერს ეკი.

Spotify-ს დამაარსებელი აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანია უშედეგოდ ცდილობდა პირდაპირ Apple-თან კავშირის მეშვეობით გადაეწყვიტა ეს პრობლემა, თუმცა საბოლოოდ მოუხდა მიემართა ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოსთვის, რომელიც პასუხისმგებელია სამართლიან კონკურენციაზე.

ეკის თქმით, Apple მოითხოვს, რომ Spotify და სხვა სერვისები კომისიას, ამერიკული კომპანიის საგადასახადო სისტემის მეშვეობით შეძენილი პროდუქტის ღირებულების 30%-ს უხდიდეს. ეს აგრეთვე ეხება Spotify-ს პრემიუმ ანგარიშზე გადასულ მომხმარებლებსაც, რაც ხელოვნურად ზრდის მის ღირებულებას Apple Music-ის მომსახურების ანგარიშთან შედარებით.

გენერალურმა დირექტორმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი Spotify უარს განაცხადებს Apple-ის საგადასახადო სისტემაზე, მაშინ ამერიკული კომპანია კლიენტებთან ურთიერთობაში შეზღუდვებს დაუწესებს.

“რაღაც შემთხვევებში ჩვენ კლიენტებისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნაც კი გვეკრძალება”, – აცხადებს იგი.

ეკი აცხადებს, რომ Spotify ითხოვს, რომ ყველა კომპანიაზე ერთი და იგივე წესები და შეზღუდვები გავრცელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...