შვედეთში, Covid-19-ით ინფიცრებულთა რაოდენობამ 9 000 ადამიანს გადააჭარბა

შვედეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა, 24 საათის განმავლობაში 8 419-დან 9 141 ადამიანამდე გაიზარდა. ხოლო, გარდაცვლილთა რაოდენობა 106-ით გაიზარდა და 793 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს შვედეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სამეფოში, 719 ადამიანი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

შვედეთმა, ევროკავშირის გადაწყვეტილების შემდეგ, უცხოელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის მოქალაქეები, საზღვარი ჩაკეტა. ქვეყნის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ ჩატარდეს 50 ადამიანზე მეტი რაოდენობის თავშეყრები. ხელისუფლება აგრეთვე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ მარალი კლასები და კურსები ზრდასრულებისთვის, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, დაწყებით სკოლებსა და საშუალო კლასებს, მათი ფუნქციონირება ჩვეულებრივ გრძელდება.

ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონ ადამიანს შეადგენს, ხოლო დაფიქსირებულია გარდაცვალების 90 000 შემთხვევა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად