შვედეთს, ერთ სულ მოსახლეზე, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი აქვს

შვედეთმა გადაუსწრო დიდ ბრიტანეთს, იტალიასა და ბელგიას, და ახლა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე, ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. მიუხედავად ამისა, ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ თავი აარიდოს მკაცრს ლოკდაუნს. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.

Our World in Data-ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, შვედეთში დღიურად 6.08 გარდაცვლილი მოდის ყოველ მილიონ მოსახლეზე, რაც უკვე შვიდი დღეა ასე ხდება, საუბარია 13 მაისიდან მოყოლებული დღემდე.

ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რომელიც უსწრებს დიდ ბრიტანეთს, ბელგიას და აშშ-ს, რომელტა მაჩვენებლები არის5.57, 4.28 და 4.11 შესაბამისად.

ამასთან, შვედეთმა ამ ქვეყნებს მხოლოდ ბოლო მიმდინარე კვირის განმავლობაში გადაუსწრო სიკვდილიანობის მაჩვენებლით, საუბარია ბელგიაზე, ესპანეთზე, იტალიაზე, დიდ ბრიტანეთზე და საფრანგეთზე, რომლებიც სულ მოწინავე პლანზე იყვნენ მთელი პანდემიის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად