შვედეთმა ჯულიან ასანჟს ორი ბრალდება მოუხსნა

შვედეთის პროკურატურამ WikiLeaks–ის დამაარსებელს, ჯულიან ასანჟს ორი ბრალდება მოუხსნა. როგორც Associated Press იუწყება, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული ორი ბრალდება, ასანჟს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოეხსნა. 

გამოცემის ინფორმაციით, მესამე ანალოგიური შინაარსის ბრალდება ასანჟს 18 აგვისტოს იგივე მიზეზით, ანუ ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო მოეხსნება.

Reuters–ის ინფორმაციით, კიდევ ერთი ბრალდებას რომელშიც ასევე სექსუალურ ძალადობაზეა საუბარი ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს ეწურება. WikiLeaks–ის დამფუძნებელი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. შვედეთის პროკურატურა ჯულიან ასანჟს ერთდროულად ორ ქალთან ინტიმურ ურთიერთობას ედავავება.

როგორც პროკურატურის ბრალდებაშია ნათქვამი ასანჟი პარტნიორების მოთხოვნის მიუხედავად ინტიმური ურთიერთობისას უსაფრთხო სექსს უგულებელყოფდა, რაც შვედური კანონმდებლობის მიხედვით სექსუალურ ძალადობასთან არის გაიგივებული.

ასანჟი ბრალდებებს უარყოფს და მიაჩნია, რომ შვედეთში ექსტრადიციის შემთხვევაში მას ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცემენ. შეერთებულ შტატებში ასანჟს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯარეობას ედავებიან და მასზე ძებნაა გამოცხადებული.

2010 წელს WikiLeaks–ის საიტზე ასანჟმა აშშ–ს სამხედრო და დიპლომატიური ქმედებების შესახებ საიდუმლო დოკუმენტაცია გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად