შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრემმა თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ იგი თავის Twitter-ზე წერს.

„დროა, მეტი დრო გავატარო მეუღლესთან, ბავშვებთან და შვილიშვილებთან ერთად. პრემიერმინისტრს უკვე ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილების შესახებ“, – წერს იგი.

ვალსტრემმა აღნიშნა, რომ მან თავის თანამდებობაზე თავი მიუძღვნა შვედეთისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მსოფლიოში მის მიმართ პატივისცემის მოპოვებას. შვედურ გამოცემა SVT-თან ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ ამაყობს თავისი საქმიანობით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. მისი თქმით, მისი მთავარი მიღწევებია 2017-2018 წლებში შვედეთის წევრობა გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში და ქვეყნის გარე პოლიტიკაში ფემინისტური დღის წესრიგის წინ წაწევა.

მარგოტ ვალსტრემი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2014 წელს გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...