შვედეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი არჩევიდან 7 საათის შემდეგ გადადგა

ამის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში შვედური პრესა აქვეყნებს

შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სოციალ-დემოკრატების ლიდერ მაგდალენა ანდერსონის დამტკიცების შემდეგ შვედეთის პარლამენტმა ბიუჯეტის პროექტს უყარა კენჭი და  მიიღო იგი 154 ხმით 143-ის წინააღმდეგ.

კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე დეპუტატმა შვედეთის მწვანეთა პარტიიდან  პერ ბოლუნდმა განაცხადა, რომ იგი ვერ დარჩება იმ მთავრობაში, რომელმაც  სამი მემარჯვენე პარტიის წინადადებების გათვალისწინებით მიღებული ბიუჯეტით უნდა იხელმძღვანელოს.

პერ ბოლონდის პოზიციის კომენტირებისას მწვანეთა პარტიის წევრებმა განაცხადეწს, რომ იგი არ აპირებს მთავრობაში დარჩენას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწვანეები პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკების პროცეში საერთო ენას გამონახავენ.

კოალიციის დატოვება მასში შემავალი პარტიის მიერ პრემიერ-მინისტრის გადადგომას იწვევს.  მე ვთვლი, რომ იგივე უნდა მოხდეს ამ შემთხვევაშიც (როდესაც არჩეულია ახალი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ახალი მთავრობა ჯერ არაა მოსული ხელისუფლებაში – „აიპრესი”) , – განაცხადა რამდენიმე საათის წინ არჩეულმა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა და გადადგომის თხოვნით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს.

პარლამენტის სპიკერმა ანდრეას ნორლენმა დააკმაყოფილა შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრის თხოვნა გადადგომის შესახებ, – წერს შვედური პრესა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთის პარლამენტმა მაგდალენა ანდერსონი პრემიერ-მინისტრად  დღეს, 117 ხმით 157-ის წინააღმდეგ აირჩია

მომხრე 117, წინააღმდეგი 174 – მაგდალენა ანდერსონი შვედეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრია

კომენტარები
იტვირთება...