შურთხია ბეროშვილი: ჩვენ ხომ ხშირად მიზეზი გვჭირდება, რომ ადამიანი ლაფში ამოვსვაროთ

მსახიობ ილო ბეროშვილის გამონათქვამის გამო სოციალურ ქსელში მიმდინარე აგრესიულ კამპანიას მსხიობის მამიდა, ჟურნალისტი და პუბლიცისტი შურთხია ბეროშვილი გამოეხმაურა.

ჩემი აზრია, რომ ადამიანმა თავის შეცდომებზე პასუხი მხოლოდ თვითონ უნდა აგოს, თავიც თვითონ დაიცვას და პასუხიც თავად გასცეს, ამიტომ საკუთარ შვილსაც არასდროს გამოვექომაგები თუ უღირსი საქციელი ჩაიდინა…
ჩვენ, დიდი ილო ბეროშვილის ოჯახში გაზრდილებმა ( რომლის სახელი პირველ რიგში დიდი ილია ჭავჭავაძის სახელთან ასოცირდება,იმიტომ, რომ მისი მოღვაწეობა ყვარლის ილია ჭავჭავაძის აღდგენას და მისი მემკვიდრეობის მოვლა -პატრონობას უკავშირდება). კარგად ვიცით, ვის რა დამსახურება მიუძღვის ერის წინაშე, მათ შორის გურამ შარაძეს, ილოც, მათ შორის ერთი ჩვენგანია, რომელმაც კარგად იცის, რომ ბატონი გურამ შარაძე „ცუდი ქართველი“ კი არა, დიდი საზოგადო მოღვაწე იყო…კარგია, რომ საზოგადოება აღშფოთდა და თავისი გულისტკენა გამოხატა, მაგრამ ძალიან ცუდია, როდესაც არ გინდა დაიჯერო, რომ ეს მართლაც უნებლიე დაშვებული შეცდომა იყო, ჩვენ ხომ ხშირად მიზეზი გვჭირდება, რომ ადამიანი ლაფში ამოვსვაროთ, ცოდვები გავუხსენოთ…
ჩემთვის მოულოდნელად სასიამოვნო იყო ქალბატონ რუსუდან შარაძის პოსტი, რომელსაც ყველაზე მეტი უფლება აქვს თავისი აღშფოთება გამოეხატა… იგი თავისი მამის მართლაც ღირსეული შვილია, რისთვისაც მთელი ოჯახის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო… საშინელი კომენტარების ავტორებს კი მინდა იესოს იტყვები შევახსენო: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, იმან ესროლოს ქვა…“, – წერს შურთხია ბეროშვილი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად