შუხმან ვაინსი საქმიან წრეებს საკუთარი ღვინის შექმნის შესაძლებლობას აძლევს

შუხმან ვაინსმა გამოიჩინა ინიციატივა საქმიანი წრეებისთვის. ღვინის კლუბი, რომელიც ქართულ და უცხოურ ბიზნეს საზოგადოებას აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას შექმნან ღვინო, ექსკლუზიურად, საკუთარი ლეიბლის ქვეშ. ბევრ განვითარებულ ქვეყანაში კომპანიები იყენებენ ამ ხერხს საკუთარი ბიზნეს და კორპორატიული მიზნებისთვის, როგროც სასაჩუქრედ, ასევე უბრალოდ სტატუსისთვის. შუხმან ვაინსმა გამოიჩინა ინიციატივა ქართულ ბიზნესს მისცეს შესაძლებლობა და მიაქირაოს 2 ჰექტარი ვენახი, კახეთში, საუკეთესო ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონაში, ნაფარეულში, რათა მათ მიეცეთ საშუალება მიიღო მონაწილეობა რთველსა და ღვინის მიღების პროცესში და შექმნან საკუთარი ღვინო.

პირველი კორპორატიული კლიენტი არის Seraton Metechi Palace. კომპანია შექმნის საკუთარ ღვინოს შუხმან ვაინს ჯორჯიაში და  მთელი წლის განმავლობაში მათ სტუმრებს შესთავაზებს საკუთარ ღვინოს.

“შუხმან ვაინს ჯორჯია მოხარული იქნება  ყველა დაინტერესებულ კომპანის,  ღვინის კლუბის საზოგადოებაში გაწევრიანებით.

შუხმან ვაინს ჯორჯია არის ღვინის ბუტიკური ტიპის მწარმოებელი კომპანია და მოწინავე მწარმოებელი და დამსაქმებელი კახეთის რეგიონში. ასევე, კომპანია აქტიურად მორვაწეობს ტურიზმისა და გასტრონომიულ სფეროში. კომპანიას აქვს მრავალი ჯილდო საერთაშორისო ღვინის კონკურსებზე და ასევე არის მოწინავე პოზიციაზე ტურიზმში. კომპანიის რეიტინგი მაღალია საერთაშორისო ტურისტულ მნიშვნელოვან საიტებზე, როგორებიცაა TriPadavisor, HollidayCheck და Booking.com”, – განმარტავენ კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად