შუამთის ტყეში ხის დაცემის შედეგად 1 კაცი გარდაიცვალა

ხის დაცემის შედეგად თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. 

"აიპრესის" ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი შუამთის ტყეში ხეს ჭრიდა, როდესაც მოჭრილი ხე მასვე დაეცა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგდამ თელავის რეფერალურ საავდმყოფოში გადაიყვანა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...