შუახევში, სოფელი გომარდულში საზაფხულო სკოლა სახელწოდებით “გზა ევროპისკენ” განხორციელდება

ა(ა)იპ შუახევის ინტელექტ-კლუბი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური ბიუროს” მხარდაჭერით მაღალმთიან აჭარაში განახორცილეებს საზაფხულო სკოლას სახელწოდებით – გზა ევროპისკენ.

საზაფხულო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდულში იქნება.

პროექტი “გზა ვეროპისკენ” – აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საზაფხული სკოლის ორგანიზების კონკურსში გამარჯვებულ სამ პროექტს შორის ერთ-ერთია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსებულია მოსწაველეების კვება, ტრასპორტირება და სასტუმროში განთავსება;
საზაფხულო სკოლის მიზანი, მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის (ქედა, შუახევი, ხულო) ახალგაზრდების მხარდაჭერა მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა; მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტულ-კულტურული გარემოს შექმნა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა და და ევროპული ღირებულებების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაა.
საზაფხულო სკოლის მონაწილეები 6 დღის განმავლობაში მოისმენენ სემინარებს შემდეგი თემატიკაზე:
ვროკავშირის ისტორია, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში, ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები; NATO-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, NATO-ში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები.

სკოლის მსმენელები უშუალოდ იმ ადამიანებისგან მიიღებენ ინფორმაციებს, რომლებიც რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ და მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ მოსახლეობის სწორად ინფორმირებულობის კუთხით.
თითოეული მუნიციპალიტეტიდან კონკურსის წესით 7 მოსწავლე შეირჩევა. დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პროექტის მხარდამჭერები არიან: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ “საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ რეგიონალური ბიურო, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია, შპს “ბ.მ.პ + ” ბესო მჟავანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...