შუახევში, სოფელ ცინარეთის სკოლაში სწავლა ორი კვირით გადაიდო – 3 პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა

 აჭარაში სასწავლო პროცესი დღეს 228 საჯარო და 24 კერძო სკოლაში განახლდა. ერთადერთი სკოლა, სადაც სწავლა საკლასო ოთახებში ორი კვირით გადაიდო, შუახევში სოფელ ცინარეთში მდებარეობს. აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, წინასწარი ტესტირების შედეგად ამ სკოლის სამ პედაგოგს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

 „სასწავლო პროცესი განახლდა ყველგან, შეფერხება გვაქვს მხოლოდ შუახევის ერთ-ერთ სკოლაში. ორი კვირით გადავდეთ პროცესი, რადგან იქ პედაგოგებს ვირუსი დაუდასტურდათ. ამ სკოლაში სულ 19 მოსწავლე გვყავს“, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა. მინისტრის განცხადებით, აჭარის ყველა სკოლა მომზადებულია, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს. მისივე თქმით, პირველივე დღეს სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი მაღალია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...