შუახევში, სოფელ დღვანში მეწყერი ჩამოწვა

შუახევში, ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად სოფელ დღვანში, მიწროთის უბანში მეწყერული პროცესები განვითარდა.
მიწის მასამ და ნიაღვარმა შიდა საუბნო გზის ჩაკეტვა გამოიწვია. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქება.
შუახევის მერიის ინფორმაციით, შიდა საუბნო გზის გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება, ხოლო არსებული მეწყერული კერის შესწავლა სპეციალისტების მიერ უახლოეს დღეებში მოხდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...