შუახევში სამი ალტერნატიული ბაღი გაიხსნა

დღეს, შუახევში მერმა სამი ალტერნატიული ბაღი გაიხსნა. მაწყვალთაში, კვიახიძეებში და დღვანში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამავე სოფლის საჯარო სკოლებში განთავსდა.

ამჟამად მუნიციპალიტეტში 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. შუახევის მერიის ინფორაციით ჯგუფები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სადაც საუკეთესო პირობებია შექმნილი სააღმზრდელო პროცესისთვის.

„სკოლამდელი განათლება უმნიშვნელოვანესი ეტაპია ბავშვის განვითარებაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაქსიმალური ყურადღება ექცევა სკოლამდელი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას და თითოეული ბავშვისათვის შესაბამის გარემოში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას. დღევანდელი დღეც ამის დასტურია, გაიხსნა სამი ალტერნატიული ბაღი.მადლობა მინდა ვუთხრა სკოლების ხელმძღვანელობას, რომ გამოგვიყეს ფართი ჯგუფების გასახსნელად. ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ჩვენი მიზანია, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყურადღების გარეშე“ – განაცხადა შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...