შუახევში სახალხო დღესასწაული “მარეთობა” გაიმართა

ღონისძიება საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალის გახსნით დაიწყო. გმირთა უკვდავსაყოფად მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს მთავრობის წევრებმა.

სახალხო ზეიმზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, გაიმართა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში, მოეწყო მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა, წარმოდგენილი იყო ფოლკლორი.

სახალხო ზეიმის განუყრელი ნაწილია “საპატიო მარეთელი”-ს დაჯილდოება. წელს “საპატიო მარეთელი”-ს წოდება 4 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოვდნენ ღვაწლმოსილი, წარმატებული პედაგოგები და წარჩინებული მოსწავლეებიც. “ერის ზვარაკი” წოდება მიენიჭა შინდისის გმირს, კაპრალს, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსანს რომან ზოიძეს.

სახალხო დღსასწაული “მარეთობა” მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და საზოგადოება “მარეთი”-ს ინიციატივით გაიმართა და მიზნად ისახავდა, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.

სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ანზორ ბოლქვაძემ და ხვიჩა შარაშიძემ, საზოგადოება მარეთის თავმჯდომარე აკაკი მახარაძემ მიულოცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად