შუახევში საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სოფელ ჯაბნიძეებში შენდება დაწესებულების ამოქმედების შედეგად 25 -მდე ბავშვს მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ერთ სართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა, სადაც მოეწყობა სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა და შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 272856 ლარამდე დაიხარჯება.

დღის მდგომარეობით შუახევში 11 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს მათ რიცხვს კიდევ ორი ბუთურაულისა და ხაბელაშვილების ბაგა-ბაღები შეემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად