შუახევში ხანძრის შედეგად სახლის მეორე სართული დაიწვა

ხანძარი იყო გვიან ღამით შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ დღვანში. როგორც „აიპრესს“ სოფლის რწმუნებულმა ჯუმბერ ფუტკარაძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლის მეორე სართული სრულად დაიწვა.

„სახლში ხანძრის დროს ოჯახის რვა წევრი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, მათ გამოსვლა დროულად შეძლეს. ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შესაბამის დახმარებას გაუწევს“,- განუცხადა სააგენტოს ფუტკარაძემ. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად