შუახევის მუნიციპალიტეტში დაკარგული 17 წლის მოზარდი ბათუმში იპოვნეს

ბიჭი, რომელსაც შუახევის მუნიციპალიტეტში ეძებდენ, დღეს გამთენიისას იპოვნეს.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, მოზარდი ქალაქ ბათუმში იპოვნეს. მათივე ინფორმაციით, 17 წლის მოზარდი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ოჯახში იმყოფება.
შეგახსენებთ, არასრულწლოვნის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს- ში ინფორმაცია გუშინ შევიდა, მას შემდეგ კი მოზარდს რამდენიმე ადგილზე ეძებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...