შუახევის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია

შუახევის მუნიციპალიტეტში გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარი დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია, მაღალ ზონაში 160-240 სმ-ს შეადგენს. ბათუმი – ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე მოძრაობა შესაძლებელია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით,- ამის შესახებ ინფრომაციას შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ცნობით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. ელექტროენერგია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მიეწოდება, გარდა წყალსაყრის ადმონისტრაციული ერთეულის სოფლებისა.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დიდთოვლობის გამო შეწყვეტილია მეცადინეობა საბავშვო ბაღებში.

დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებშიც. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების, სხვა ნაგებობების გადმოთოვის სამუშაოები.

სოფლად შექმნილია ბრიგადები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების, მიტოვებული სახლების გადმოთოვას.

საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მობილზიებულია სამაშველო სამსახური და შესაბამისი ტექნიკა.

შუახვი მუნიციპალიტეტში შტაბის სხდომა მიმდინარეობს, სადაც  არსებულ ვითარებას განიხილავენ.

The post შუახევის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეზღუდულია appeared first on iRegions.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად