შტატ აიოვაში მომხდარ სროლას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სროლა მოხდა აიოვას ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვატერლოოში, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯოელ ფიცჯერალდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა მიღებული ტრავმის შედეგად. ფიცჯერალდმა დაამატა, რომ კიდევ 11 დაშავდა, მათ შორის რვამ ცეცხლსასროლი იარაღით მიიღო ჭრილობა. ერთ-ერთი დაზარალებული მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც პოლიციის უფროსმა აღნიშნა, მოხდა სროლა, რომლის მიზეზიც გარკვეული კონფლიქტი იყო. შენობაში, სავარაუდოდ, მოტოციკლეტისტების კლუბის წევრები იყვნენ შეკრებილი. ფიცჯერალდმა თქვა, რომ არის უამრავი მოწმე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად