შტაინმაიერი: საქართველოში არჩევნები ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, საქართველოში არჩევნები ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. შტაინმაიერის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

„მსურს მივულოცო ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარება.

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა.

საერთაშორისო დამკვირვებლების – მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)და ევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენი ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისო სტანდარტები.

ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთან დაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს.

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან.“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად