შტაინმაიერი საქართველოს ინვესტორების დელეგაციით ეწვევა

საქართველოში გერმანიის ელჩის ორთვინ ჰენიგის განცხადებით, საქართველოს გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი შტაინმაიერი ეწვევა. 

როგორც ელჩმა "აიპრესთან" საუბარში აღნიშნა, შტაინ მაიერი საქართველოს ინვესტორთა დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

"გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი შტაინმაიერი საქართველოში დაბრუნებას დიდ დელეგაციასთან ერთად აპირებს, რომელთა შორისაც პოტენციური ინვესტორები იქნებიან. როგორც ვიცი ისინი განსაკუთრებით ენერგეტიკული და სოფლის მეურნეობის სფეროთი არიან დაინტერესებულნი" – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, ორთვინ ჰენიგიმ "აიპრესთან" საუბარში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად