შსს: უახლოეს 10 წუთში ჟურნალისტები სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს.

“რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფ მედიასაშუალებებს მივმართავთ, უახლოეს 10 წუთში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით შეიკრიბონ შეთანხმებულ ადგილზე.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და აქციების მონაწილეთა შორის დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით იგეგმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკრებილი მოქალაქეების ეტაპობრივად უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა.
არსებული რისკების გათვალისწინებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, მოვუწოდებთ – დაუკავშირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტატო კუჭავა – 577 77 16 12
ანანო ბარაბაძე – 599 298581” -ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...