შსს: “ტვ პირველის” ოპერატორის ოჯახის წევრებს შევთავაზეთ ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა საერთაშორისო და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა

“ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით შსს გარცხადებას ავრცელებს:

ტელეკომპანია “ტვ1”-ის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.
დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპეტიზა, გარდაცვლილის ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.

ოჯახის წევრებს გამოძიების მიერ შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

კომენტარები
იტვირთება...