შსს: თბილისელი მოსწავლეების სახიფო ინტერნეტთამაშებში გაწევრიანება არ დასტურდება

დღეს, სამართალდამცველებმა თბილისში ერთ-ერთი საჯარო სკოლის  რამდენიმე მოზარდი გამოკითხეს, რომლებსაც სხეულზე დაზიანება ჰქონდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა თვითდაზიანებება  ინტერნეტში გავრცელებული სახიფათო თამაშის დროს მიიყენეს, რაც მათი გამოკითხვის მიზეზი გახდა.  

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მოზარდები დაიკითხნენ, თუმცა არ დადასტურდა ინფორმაცია, რომ მოზარდები რომელიმე თამაში არიან გაწევრინებული.

"სკოლაში მოხდა რამდენიმე ბავშვის გამოკითხვა, მაგრამ არ დასტურდება მათი რაიმე სახის თამაშებში გაწევრიანება", – გვითრეს შსს-ში. 
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად