შსს-თან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც

შსს-თან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტიც.

ახალგაზრდული მოძრაობების აქცია თავდაპირველად “ქართული ოცნების” ოფისთან გაიმართა, შემდეგ კი ის შსს-თან გაგრძელდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტის გიორგი მუმლაძის დაკავება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად კარანტინის რეჟიმის გაუქმებას ითხოვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებიდან შემოსული მოქალაქეებისთვის.

დაკავებულთა ზუსტ რაოდენობას და სხვა დეტალებს “აიპრესი” შსს-თან აზუსტებს, რომელსაც მოგვიანებით მივაწვდით მკითხველს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...