შსს: თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა იყო დაკეტილი, გასაღები იდო უკანა სავარძელზე-გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით

თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა
სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით – ამის შედსახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის
ადგილზე ნანახი თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები. სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 ივლის 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან დილის 11 საათიდან ვერცხლისფერი „ჰუნდაით“ გავიდა. რამდენიმე საათში ოჯახმა მას ძებნა დაუწყო და პოლიციას მიმართა. ბაჩალიაშვილი ბოლოს მარნეულში ნახეს, შემდეგ კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში, საიდანაც მისი კვალი გაქრა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

5 დღიანი ძებნის შემდეგ, ფონიჭალიდან 46 კილომეტრში თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც კომპანია „ზეგ“-ის ყოფილი თანამშრომელია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში საკუთარ ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი, მწოლიარე მდგომარეობაში იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს მეორე მუხლიც დაემატა. სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად