შსს: “ტაბულა”-ს მძღოლი დაეჯახა პატრულს და გადაყვანილია გამოკითხვაზე

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომ მათი მძღოლი გაიტაცეს. როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მძღოლი დაეჯახა ქვეით პატრულს, რის გამოც იგი გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისე როგორც 90 იან წლებში ხდებოდა ხოლმე, ანტისაოკუპაციო მიტინგის დროს ტაბულა მედიას მძღოლი, ავტომანქანა და ტექნიკა გაიტაცა. მათი ადგილმდებარეობა ამ წუთამდე არ ვიცით” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და ბრიტანეთის წარმომადგენლობას თბილისში, ნიდერლანდების საელჩოს საქართველოში და ამერიკის საელჩოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

“პარლამენტთან ვდგავართ. ტაბულას მძღოლი, ტაბულას აპარატურა და აქციის აპარატურა გატაცებულია, მანქანიანად და ამ დრომდე ვერ ვპოულობთ – იურისტები რეკავენ შსს – ში და აქ არ გვყავსო, იძახიან. აქციაზე პატრული ბოდავს, რომ საბარგულში აპარატურა ედო და ეგ სამართალდარღვევააო.

უკვე ყველა შესაბამისი საელჩო ინფორმირებულია მძღოლის გატაცებაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე და გამოხატვის თავისუფლებაში ხელის შეშლაე (სავარაუდოდ დინამიკების გამოა გატაცებული).

თქვენ აზრზე არ ხართ, რამხელა შეცდომა დაუშვით!

p.s. ახლა იგონებენ რომ რაღაც დარღვევაზეა გამოკითხვაზე (ეს არის ტყუილი), ოღონდ არ ამბობენ სად არის რომ ადვოკატმა მიაკითხოს.

რაც მთავარია, მანქანაში უზის ევროპული საქართველოს თანამშრომელი, რომელსაც ასევე ვერ ვპოულობთ. დარღვევა თუ მძღოლმა ჩაიდინა (აბსურდია), მგზავრი რა შუაშია? ის სად ყავთ?” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად