შსს: შემოვიდა შეტყობინება, რომ 51-ე სკოლის მიმდებარედ ჩხუბი მოხდა – დაიწყო გამოძიება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის 51-ე სკოლის მინდებარედ მოზარდებს შორის ჩხუბის ფაქტი მოხდა, როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, ამის შესახებ 112-ში შევიდა შეტყობნება.

ადგილზე საპარტულო პოლიცია მივიდა, თუმც უწყების ინფორმაციით, ჩხუბს ადგილი არ ჰქონია.

შსს-მ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულიხმობს.

ცნობისთვის, დღეს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარი აქვთ, შესაბამისად ტერიტორიაზე ხალხმრავლობა შეინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...