შსს: საქართველოში კორონავირუსის დადასტურების შემდეგ 112-ში მიმართვიანობა გაზრდილი არ არის

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში მოსახლეობის მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შეტყობინებების მიღება ხდება უწყვეტ რეჟიმში და ოპერატიულად გადაეცემა შესაბამის საგანგებო სამსახურებს.

საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს აქვს მზადყოფნა, უზრუნველყოს ოპერატორებისა და დისპეტჩერების დამატებითი ჯგუფების დამატება, რათა მოსახლეობამ შეძლოს შეუფერხებლად შესაბამისი დახმარების მიღება”- ნათქვამია უწყების განცხადებაშ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად