შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

"შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო."- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...