შსს-ს სპეცოპერაციის დროს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ამის შეახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებულებს, უკრაინის მოქალაქეებს დ.კ.-ს, რ.მ.- ს, ი.ო.-ს, ი.კ.-ს, ს.კ.-ს, ა.ნ.-ს და საქართველოს მოქალაქეს ლ.ჩ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2018 წლის 2 დეკემბერს, ქ. თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში „გურუში“ და „ალიანსში“ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შვიდივე ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ბრალდებულთათვის საქართველოს ს.ს.კ. 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში..

მსგავსი სიახლეები

სამეგრელოში 2 პოლიციელი დაჭრეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა…

19 წლის ახალგაზრდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შედეგად გარდაიცვალა

 შემთხვევა გუშინ მოხდა, გარდაცვლილი 19 წლის კაცი ქუთაისიდანაა.

შსს-მ ფონიჭალაში 50 გრამი “ჰეროინი” ამოიღო

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჰაიკო მაასი: გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბერლინი, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების…

პოროშენკო: ამერიკამ და ევროპამ რუსული გემებისთვის პორტები უნდა დაკეტონ

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიაჩნია, რომ აშშ-მა და ევროპამ, რუსული გემები თავიანთ პორტებში არ უნდა…

შსს-მ ირანის ორი მოქალაქე ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული…

იანუკოვიჩის ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, კიევი მის ექსტრადიციას…

იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამკურნალოდ ისრაელში წავა, კიევი ქვეყნის…

საქართველოს მოქალაქის პასპორტით მსოფლიოს 115 ქვეყანაში უვიზოდ შეიძლება მოგზაურობა

პასპორტების ინდექსის განახლებული მონაცემების მიხედვით საქართველოს პასპორტი მის მფლობელს მსოფლიოს 115 ქვეყანაში…

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა

ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლს ა. ჩ. სამსახურეობრივი მოვალეობის ესრულების დროს ავტომობილი დაეჯახა. იგი ადგილზე…
კომენტარები
იტვირთება...