შსს-ს ინფორმაციის გაცემა პრემიებსა და დანამატებზე სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწევს

2014 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI–სსარჩელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ. 

სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილად მიაწოდოს ინსტიტუტს ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2014 წლის 13 ივნისს მიმართა, თუმცა უწყებამ უპასუხოდ დატოვა განცხადება და შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი, რის შემდეგაც ინსტიტუტმა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამკვიდრებს თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს საქართველოში, რადგანაც აღნიშნული წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნეოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად