შსს-ს განცხადებით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმე გამოსაძიებლად სუს-ს არ გადასცემია

გარკვეული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის საქმე გამოსაძიებლად სუს-მა წაიღო, შსს არ ადასტურებს.

როგორც აიპრესს უწყებაში განუცხადეს, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და გამოძიებას კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ზუგდიდში, საქართველოს ბანკს თავს დაესხა შეიარაღებული პირი. 12 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ყველა მძევალი გაათავისუფლეს. მძევლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა ჩაენაცვლა.

თავდამსხმელი ინდეტიფიცირებულია, ის ბადრი ესებუაა. მის დასაკავებლად უკვე 8 დღეა ღონისძიებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად