შსს: რუსთაველის გამზირზე 5 500-მდე მოქალაქე იყო, “რესპუბლიკის მოედანზე” -1500, ბათუმში – 50

შსს დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს დღის ბოლოს. საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ მათ დათვალეს დღეს აქციის მონაწილეთა რაოდენობა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ნოემბერს რუსთაველზე უზრუნველყო აქციის ჩატარება. მოგახსენებთ, რომ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენს ხელთა არსებული მონაცემებით იმყოფებოდა დაახლოებით 5 500-მდე მოქალაქე, ასევე აქცია იმართებოდა რესპუბლიკის მიმდებარე მოედანზე, სადაც იმყოფებოდა 1500-მდე მოქალაქე და აჭარაში, კერძოდ ბათუმში, აქციაზე იმყოფებოდა 50 -მდე მოქალაქე.

შსს განაგრძობს მართლწესრიგის და მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლების დაცვას. არავის დაკავება არ მომხდარა, აქციამ ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე წესრიგის დასაცავად,”- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად