შსს: პოლიცია უზრუნველოყოფს რუსთავი 2-ის თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინ მიმდინარე აქციას. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად