შსს: პირი რომელმაც პოლიციელი დაჭრა, შემდეგ კი მე-7 სართულიდან გადმოხტა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, თემქის დასახლებაში მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

“საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა თემქის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, რა დროსაც შეტყობინების ინიციატორის მეუღლე – 1985 წელს დაბადებული გ.კ. გახდა აგრესიული და ამავე კორპუსის მე-4 სართულზე, სადარბაზოში, ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორს დ.ბ. -ს ცივი იარაღის გამოყენებით, მარცხენა ზედა კიდურის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც ამავე კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა.
აღნიშნული პიროვნება სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს, დ.ბ. -ს ის მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”  – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად