შსს “ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს: არ დაუშვათ ძალადობისკენ მოწოდებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და
იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის
სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...