შსს: „ნაცმოძრაობის“ ოფისიდან სერვერები გამოძიების ფარგლებში ამოვიღეთ

დღეს დილით პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შსს-ს სპეცრაზმი შევიდა და ოთახი, სადაც ნიკა მელია და ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა ლიდერები ჟურნალისტებთან იმყოფებოდნენ, შტურმით აიღეს.

ნაცმოძრაობის პარტიის ოფისის მე-3 სართულზე სპეცრაზმმა სავარაუდოდ, წიწაკის გაზი გაუშვა, რის შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ნიკა მელია იმყოფებოდა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად და მელია დააკავეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეცრაზმმა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალური ოფისიდან სერვერები წაიღო.

შსს-ში “აიპრესს” სერვერების ამოღების ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს: “მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სერვერები”,

ასევე, შსს-მ “ნაცმოძრაობის” ოფისთან 21 პირი დააკავა, მათ შორისაა გია ბარამიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად