შსს: მცხეთაში 7 პირი დავაკავეთ – “გაბედეს” 4 აქტივისტი და “ოცნების” 3 მხარდამჭერი

მცხეთაში, მოძრაობა “გაბედეს” აქციაზე 7 პირი დააკავეს, – ამის შესახებ “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს.

“7 პირია დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღევვათა კოდექსის 166-ე მუხლით.  4 არის მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტი, 3 “ქართული ოცნების ” მხარდამჭერი”, – აცხადებენ შსს-ში.
დაკავებულებს შორის არის “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილი ბექა ნაცვლიშვილიც.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

#გაბედეს წევრები ცდილობენ დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან მისვლას. თუმცა ხუნდაძის მხარდამჭერები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად