A1 ბანერი

შსს მელორ ვაჩნაძის გერმანიაში დაკავების ფაქტს ადასტურებს

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მელორ ვაჩნაძე გერმანიაში დამდვილად დააკავეს.

თუმცა, ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული დეტალის შესახებ ინფორმაციას უწყება არ აჟღერებს.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მელორ ვაჩნაძე რამდენიმე დღის წინ გერმანიაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ფეხსაცმლის ქურდობას ედავებიან. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, იგი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...