შსს: მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ დაკავებულ პირთა შორისაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო

მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავებას “აიპრესს” შსს უდასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ის გუშინ დააკავეს ადმინისტრაციული წესით სხვა პირებთან ერთად.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების შესახებ ცნობას უფლებადამცველი ზვიად კუპრავამ გაავრცელა:

“გუშინდელ აქციაზე აბსოლუტურად უკანონოდ, უსაფუძვლოდ დააკავეს Malkhaz Machalikashvili Vaakh Terloev.
დააკავეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარვის დადგმას გეგმავდა რუსთაველის გამზირზე, რომელიც წინა დღეს დაურბიეს.
რატომ იმყოფება ვახა ამ დრომდე ზაჰესის იზოლატორში, როცა ადმინისტრაციულად დაკავებული პირები, აქამდე არსებული პრაქტიკით შსს-ს უკვე მეორე დღეს დილიდან გადაჰყავს სასამართლოში?!
შემთხვევით, იმიტომ ხომ არა, რომ ის ვახაა და ამ ფორმით ცდილობენ მის წვალებას და მასზე შურისძიებას?!
არცერთი მსგავსი მდაბიო ქმედება და დანაშაული, რომელიც თქვენი მმართველობის ფორმად იქცა – არ შეგრჩებათ!” – წერს ზვიად კუპრავა Facebook -ზე.

კომენტარები
იტვირთება...