შსს: მადლობა პოლიციას და საზოგადოებას “დინამო არენაზე” გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ლატვას დაამარცხებაა და ერთა ლიგაზე ჯგუფის ლიდერობას ულოცავს, ასევე მადლობას უხდის საზოგადოებას.

"ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.

მატჩის მიმდინარეობის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მაქსიმალურად იცავდნენ სტადიონზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოებას. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის და საზოგადოების თითოეულ წევრს გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებისთვის.

პოლიციის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა მატჩის მშვიდობიან გარემოში ჩატარება. საქართველოს ნაკრებს ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად