შსს-მ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისნ თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის ფაქტზე, ორი პირი: 1979 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ. და 1993 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-სსაცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის  შემდეგ, ერთ-ერთმა   თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც   იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა  მ.შ.   წალკაში,  ნ. ბ.   კი  რუსთავში  დააკავეს. მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში,  ნ.ბ.-ს  კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად