“თბილისის ზღვაზე” ნაპოვნი გარდაცვლილის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის ბრალდებით ბესიკ კვიციანი დააკავეს

დაკავებული ბესიკ კვიციანი, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

2 დღის წინ, “თბილისის ზღვაზე” 40 წლმადე კაცი გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

მედიასთან, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია. ხოლო მის ძმისშვილს ბექა კვიციანს კი უკვე მეორე დღეა ეძებენ.
“არ ვიცი, არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგულები იყვნენ, ორივეს ეძებდნენ. ნოდარ ცხადაძე მოინახა და ბექა ჯერ არ არის მოძებნილი. არაფერი ვიცი, არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა. ვერაფერს გეტყვით. ვერსია არ არსებობს. ჩემი ძმისშვილი ამ დრომდე არ გამოჩენილა” – აცხადებდა ემზარ კვიციანი.

დღეს შსს-მ ბესიკ კვიციანის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაციაა გაავრცელა. სადაც ნათქვამია,

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებონ მოქმედებების შედეგად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბ.კ.-მ თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1983 წელს დაბადებულ ნ. ც.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ნ. ც. ადგილზე გარდაიცვალა.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად