შსს-მ “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული გიორგი ფ. ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრში შეიჭრა, 2500 აშშ დოლარი ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გიორგი ფ. მომხდარიდან რამდენიმე საათში სარფში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის დატოვებას ცდილობდა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად