შსს-მ “რუსთაველის” მეტროში მომხდარ ფაქტზე 33 წლის კაცი დააკავა, ის მიმალვას ცდილობდა

რამდენიმე წუთის წინ, შსს-მ გუშინ, “რუსთაველის” მეტროში მომხდარ ცემის ფაქტზე 33 წლის პირი დააკავა.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, პირი იმ დროს დააკავეს, როცა ის მიმალვას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი  თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, მეტროსადგურ “რუსთაველში” მომხდარ  ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2  ნაწილის “ზ” ქვეპუნქტით და 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყეს, რაც   რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიადაგზე  ჩადენილ ძალადობას და ხულიგნობას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, „რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად