შსს-მ “ქართული ოცნების” ოფისთან ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს.
წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად.” – ნათქვამა შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები
იტვირთება...